ვალიდ რეგრაგი: „მაროკოსთვის დიადი დღეა“

0
37

მაროკოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ბალიდ რეგრგის თქმით, მისი ქვეყნისთვის დღევანდელი დღე დიადია. მან ამის შესახებ 1/8-ფინალში ესპანეთთან პენალტების სერიაში გამარჯვებისა და 1/4-ფინალში პირველად გასვლის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი ოცნება ასრულდა. მაროკოსთვის ეს დიადი დღეა. ახლა დასვენება და ამ მომენტით ტკბობაა საჭირო. მატჩისთვის დასახული გეგმა შევასრულეთ. თუმცა, ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია. განვლილმა შეხვედრა ძალიან დაგვღალა“ – ციტირებს ესპანური გამოცემა Marca 47 წლის რეგრაგის, რომელიც პირველი აფრიკელი სპეციალისტია, ვისი გაწვრთნილი გუნდის მუნდიალის 1/4-ფინალში გავიდა.