“მანჩესტერ იუნაიტედმა” კრიშტიანუ რონალდუსთან კონტრაქტი შეწყვიტა

0
49

“მანჩესტერ იუნაიტედმა” კრიშტიანუ რონალდუსთან კონტრაქტი შეწყვიტა. ინგლისური კლუბის პრესსახურის ინფორმაციით, პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი  ხელშეკრულების ორმხრივად შეწყეტის შემდეგ მანჩესტერელთა რიგებს უმალვე დატოვებს.
37 წლის რონალდუსთან დაშორების მიზეზი სკანდალური ინტერვიუ  გახდა, რომელშიც ფროვარდმა გუნდის მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი და “მანჩესტერის” მეპატრონეები გააკრიტიკა.
პორტუგალიელმა “იუნაიტედში” გამოსვლის ორი პერიოდის განმავლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 346 მატჩში 145 გოლი გაიტანა.