ქობულეთის „შუქურა“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. რევაზ გოცირიძის გაწვრთნილმა გუნდმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 54 ქულა დააგროვა და სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე მომავალ წელს ქართული ფეხბურთი ელიტაში ასპარეზობა გაინაღდა.
გოცირიძემ ქობულეთელებს სათავეში მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჩაუდგა. მანამდე, ის 2 სეზონი „თელავის“ მთავარი მწვრთნელი იყო. ცნობისთვის, „შუქურა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან 2021 წელს გავარდა, როდესაც გუნდს გიორგი შაშიაშვილი ავარჯიშებდა.





