„პაფოსმა“, რომელშიც ლევან ხარაბაძე გამოდის კვიპროსის ჩემპიონატში ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა. პაფოსელები მე-10 ტურში სტუმრად აელ-ს შეხვდნენ და 3:1 დაამარცხეს. 27-ე წუთზე მასპინძლები ბრაზილიელმა ლეგიონერმა საკუთარ საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლის დროს ხელი ლევან ხარაბაძეს ისე ძლიერად ჩაარტყა, რომ „პაფოსის“ ქართველი ლეგიონერი შეცვალეს. ამ ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენტთან ნახვის შემდეგ არბირტმა პენალტი დანიშნა, რომელიც სტუმრებმა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში გაიხსნა. მართალია, ხარაბაძეს თავის შეხვევა დასჭირდა, მაგრამ საბედნიეროდ მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. „პაფოსი“ 26 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-16 ტურში პოზნანის „ლეხმა“ შინ კიელცეს „კორონას“ 3:2 სძლია. საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი და გარემარბი გიორგი წიტაიშვილი მასპინლების სასტარტოში იყვნენ – პირველი მათგანი 74-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე – მე-80.
„ლეხი“ მატჩის მსვლელობისას 2:0 იგებდა, მაგრამ სტუმრაბმა ანგარიში გაათანაბრეს. პოზნანელებმა 3 ქულა ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გატანილი გოლით მოიპოვეს. „ლეხი“ 25 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზ





