თორნიკე შენგელიას მეორე და “ვირტუსის” მეექვსე…

0
64

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მიმდინარე სეზონში მეორე, იტალიის ჩემპიონატში კი პირველი მატჩი გამართა. თოკო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში ნიდერლანდებთან მატჩისას 24 აგვისტოს მიღებულ ტრავმას მკურნალობდა და რეაბილიტაციის შემდეგ მოედანს 4 ნოემბერს ევროლიგის ასპარეზობაში დაუბრუნდა. ამჯერად ქართველი ფორვარდის „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატში ჩვენი ნაკრების ყოფილი ვარსკვლავის მანუჩარ მარკოიშვილის ექსკლუბ „რეჯანას“ უმასპინძლა და 79:65 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ 12 წუთში 5 ქულა, 2 მოხსნა და ერთი შედეგიანი გადაცემა დააგროვა. “ვირტუსი” იტალიის ჩემპიონატის რეგულარულ სეზონს 6 მოგებით ლიდერობს.
შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს ევროლიგაზე ჩაატარებს და იტალიურ დერბიში “მილანოს” შეხვდება.