ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში კვარაცხელია “აინტრახტს”შეხვდება

0
46

უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის წყვილები გაირკვა. შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში დღეს გამართული კენჭისყრის შემდეგ გაცხადდა, რომ ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდებიან:
“ლაიფციგი” – “მანჩესტერ სიტი”
“ბრიუგე” – “ბენფიკა” (ლისაბონი)
“ლივერპული” – “რეალი” (მადრიდი)
“მილანი” – “ტოტენჰემი” (ლონდონი)
“აინტრახტი” (ფრანკფურტი) – “ნაპოლი”
“ბორუსია” (დორტმუბდი) – “ჩელსი” (ლონდონი)
“ინტერი” (მილანი) – “პორტუ”
პსჟ – “ბაიერნი” (მიუნხენი)
1/8-ფინალის პირველი მატჩები 2023 წლის 14/15 და 21/22 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრები 7/8 და 14/15 მარტს შედგება.
1/4-ფინალის, 1/2-ფინალის და ფინალის კენჭისყრა 17 მარტს შედგება.
აქვე გეტყვით, რომ კენჭისყრაში უეფას ოფიციალურ პირებთან ერთად თურქეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჰამიტ ალტინტოპი მონაწილეობდა, რომელიც 2023 წლის 31 მაისს თურქეთის ქალაქ სტამბოლში გასამართი ფინალის ელჩია.