„ნიუკასლ ჯეთსმა“, სადაც ორი ქართველი ლეგიონერი გამოდის, ავსტრალიის უმაღლეს დივიზიონში მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო.
მე-5 ტურში ნიუკასლელები სტუმრად „მელბურნ ვიქტორიას“ შეხვდნენ და 4 უპასუხო ბურთი გაუშვეს. ფორვარდი მიქელთაძე და ნახევარმცველი დარცმელია სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ – პირველმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მეორემ მოედანი 66-ე წუთზე დატოვა.
„ნიუკასლ“ ჯეთმა ამ სეზონში 2 თამაში მოიგო და ამდენივე წააგო – 6 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.





