ლუბინის „ზაგლებიემ“, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი გურამ გიორბელიძე და გარემარბი თორნიკე გაფრინდაშვილი გამოდიან, პოლონეთის ექსტრაკლასაში ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო.
მე-16 ტურში „ზაგლებიე“ მიელეცის „სტალს“ ესტუმრა და 0:3 წააგო. გიორბელიძემ და გაფრინდაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. ლუბინელებებს ჩემპიონატში მიჯრით 5 ტურია (4 წაგება და 1 ფრე) არ მოუგიათ. „ზაგლებიე“ 17 ქულით 18 გუნდში მე-14 ადგილზეა,





