„ტოტენჰემი“ კვარაცხელიას სავარაუდო ტრანსფერზე: „ეს სპეკულაცია“

0
30

ლონდონის „ტოტენჰემის“ პრესსამსახურმა sport-express.ru-ს ჟურნალისტის შეკითხვას ნამდვილად აპირებენ თუ არა საქართველოს ნაკრების გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას, ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ეს სატრანსფერო სპეკულაციებია. მათ კომენტირებას არ ვაპირებთ“.
ცოტა ხნის წინ, იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლა სკირამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 21 წლის ფეხბურთელის შეძენა „რეალს“, „ლივერპულს“, „ჩელსის“, „მანჩესტერ სიტის“ და „ტოტენჰემს“ სურთ. ამ კლუბების სკაუტები კვარაცხელიაზე დასაკვირვებლად „ნაპოლის“ თამაშებს დაესწრნენ.
კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ამდენივე საგოლე პასი გააკეთა და 3 პენალტი „გამოიმუშავა“.