ქვილითაია დაშავდა – აპოელმა ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა

0
25

აპოელმა, რომელშიც სამი ქართველი ლეგიონერი გამოდის, კვიპროსის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. მე-8 ტურში ნიქოზიელებმა ლარნაკას აეკ-ი მიიღეს და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა და ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშეს. მათ მსგავსად ფორვარდი გიორგი ქვილითაიაც სასტარტოში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს, რადგან მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო. ის მე-12 წუთზე „გააყვითლეს“ ხოლო დაუშვილი – 75-ე წუთზე. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე დონისმა გაიტანა. აპოელმ ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 5 შეხვედრიდან 3 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.
“კოპენჰაგენმა” დანიის სუპერლიგაში ფრედ ზედიზედ მესამე თამაში დაასრულა. ამჯერად, მოქმედი ჩემპიონი შინ “მიდტიულანდს” დაუზავდა – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და 71-ე წუთზე გააფრთხილეს. 88-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მასპინძლებმა პენალტი ვერ გაიტანეს. “კოპენჰაგენი” 18 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.