დავითაშვილი სასტარტოში პირველად ვერ მოხვდა

0
37
30 Zuriko DAVITASHVILI (fcgb) during the Ligue 2 BKT match between Bordeaux and Dijon at Stade Matmut Atlantique on September 17, 2022 in Bordeaux, France. (Photo by Vincent Poyer/FEP/Icon Sport) - Photo by Icon sport

ზურიკო დავითაშვილი „ბორდოში“ გადასვლის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში პირველად ვერ მოხვდა. საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ტურში „ბორდომ“ „ანსის“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ  იყო და მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა. მასპინძლებიდან გამარჯვების გოლი 22-ე წუთზე ბაკვამ გაიტანა.
„ბორდომ“ 27 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში გალიდერდა და მეორე ადგილზე მყოფ „სოშოს“ 3 ქულით სჯობს.