გრაცის „შტურმა“, რომლის ღირსებას ოთარ კიტეიშვილი იცავს, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში სტუმრად ქულა მოქმედ ჩემპიონ და გათამაშების ლიდერ „ზალცბურგთან“ აიღო – 0:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო.
„შტურმს“ 28 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა – „ზალცბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება.
„პანაიტოლიკოსმა“, რომელშიც ლევან შენგელია გამოდის, საბერძნეთის მე-9 ტურში შინ „ოლიმპიაკოსთან“ 0:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების გარემარბი სასტარტოში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებიდან 50-ე წუთზე ანგარიში პეპ ბიელმა გახსნა, ხოლო 82-ე წუთზე ვალბუენამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.




