„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო. ორი ფრის შემდეგ, ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში ვალენსიელები შინ „მალიორკასთან“ 1:2 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და პირველ ტაიმში კარიდან გამოსულს ბურთი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ შემდეგ კანინგ ლის თავური მოიგერია. ამის შემდეგ, მან „მალიორკას“ ფეხბურთელის შორი მანძილიდან დარტყმული გაანეიტრალა.
52-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი სამუელ ლინო სტუმართა ნახევარმცველმა ანტონიო სანჩესმა წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ზუსტად ედინსონ კავანიმ ზუსტად შეასრულა – 1:0.
66-ე წუთზე კოსოვოელმა მურიქიმ თერთმეტმეტრიანიდან ანგარიში გააათანაბრა – 1:1. 83-ე წუთზე კანინგ ლის დარტყმის შემდეგ, ბურთი ვალენსიელთა მცველს ფეხზე შეეხო და ზედა კუთხეში „შევარდა“ – 1:2.
„ვალენსია“ 15 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.





