საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ ცენტრალურ მცველ საბა საზონოვისთვის, მისი გუნდის რუსეთის პრემიერ ლიგაში მე-10 ადგილზე ყოფნა მიუღებელია.
„დინამოსთვის“ მე-10 ადგილი მიუღებელია. ახლა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზევით ავიწიოთ. ყოველ გუნდს გამარჯვება სურს. ფსიქოლოგიურად ძალიან გვიჭირს, რადგან მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავება გვსურს. სატურნირო ცხრილში ჩავეშვით, მაგრამ იმედია დაკარგულს ავინაზღაურებთ“ – განაცხადა საზონოვმა, რომელსაც ახლგაზრდულ ნაკრებში დებიუტი სტუმრად პორტუგალიასთან (0:4) წაგებულ შეხვედრაში ჰქონდა და შემდეგ თურქეთთან (0:1) სტამბოლშიც ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ „დინამოში“ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ლუკა გაგნიძე გამოდის.





