ბექა დარცმელიასთავის “ნიუკასლს ჯეთსის” მაისურით ავსტრალიის ჩემპიონატში ჩატარებული მეორე მატჩი შედეგიანი აღმოჩნდა.
“ნიუკასლმა” მე-3 ტურში “ველინგტონ ფინიქსი” მიიღო და 3:1 დაამარცხა. 22 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგნელობაში იყო და მე-4 წუთზე მისი გადაცემის შემდეგ, მაგერიმ ანგარიში გახსნა. მე-16 წუთზე დარცმელიამ თანაგუნდელთან “კედელი” გაითამაშა და საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით “ცხრიანში” გაიტანა. ის 64-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებში გასულ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ბექა მიქელთაძემ ტრავმის გამო არ ითამაშა. “ნიუკასლი” 6 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.





