დრამა გორში

0
50

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა საფეხბურთო კლუბმა თბილისის „დინამომ“ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილასთან“ დრამატული შეხვედრა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოიგო, უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ერთი დღით დათმობილი ლიდერობა დაიბრუნა.
შიდა ქართლის დედაქალაქში სეზონის ყველაზე სანახაობრივი და დრამატული შეხვედრა ჩატარდა. ანგარიში პირველ ტაიმში გორელთა აფრიკელმა ლეგიონერმა ონორე გომისმა გახსნა. მან 35-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი მიიღო და უძლიერესი დარტყმით „დინამოს“ მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
შესვენებამდე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა. ვიდეორეფერისთან გადამოწმების შედეგად, გომისს ბურთის ხელით თამაში დაუფიქსირდა, თერთმეტმეტრიანი “დილას” ყოფილმა და ამჟამად „დინამოს“ თავდამსხმელმა უსმანე კამარამ უნაკლოდ შეასრულა – 1:1.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ “დინამოს” მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი თავის ფეხბურთელთა თამაშით უკმაყოფილო იყო, შესვენებას არ დაელოდა და ტაიმის მიწურულს სამმაგი ცვლილება განახორციელა.
ონორე გომისმა შეცდომა მეორე ტაიმში გამოასწორა. 75-ე წუთზე მან გორელთა შეტევა ძლიერი დარტყმით დააგვირგვინა – მართალია, ბურთი თბილისელთა მცველს, დავით კობოურს მოხვდა და მასზე ავტოგოლი დაფიქსირდა, მაგრამ ეს გოლი „დილას“ სენეგალელი თავდამსხმელის დამსახურებაა.
მატჩის 89-ე წუთზე ვიდეორეფერის ჩარევით პენალტი კიდევ ერთხელ დაინიშნა – ამჯერად, თბილისელთა კარში, მაგრამ „დილას“ ბრაზილიელი ლეგიონერის, ვანდერსონ სილვას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ეს გორელებისთვის საბედისწერო მომენტი აღმოჩნდა. „დინამომ“ დარჩენილ დროში ორი გოლის გატანა მოახერხა – ჯერ გიორგი მოისწრაფიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი თორნიკე კირკიტაძის შესანიშნავი გარღვევა თბილისელთა მაროკოელმა ლეგიონერმა ულად-ომარ იმრანმა დააგვირგვინა და „დინამოს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა – 3:2.

ადგ. კლუბი თამაში მოგება ფრე წაგება გატ. მიღ. ± ქულა ბოლო თამაშები შემდეგი
1. დინამო თბ დინამო თბ 31 21 6 4 64 25 39 69
2. დინამო ბთ დინამო ბთ 31 20 7 4 74 27 47 67
3. სამგურალი სამგურალი 30 13 9 8 47 35 12 48
4. დილა დილა 31 13 7 11 39 33 6 46
5. ტორპედო ტორპედო 31 13 7 11 40 43 -3 46
6. საბურთალო საბურთალო 31 12 8 11 49 42 7 44
7. თელავი თელავი 30 6 13 11 25 31 -6 31
8. სიონი სიონი 30 6 12 12 29 49 -20 30
9. გაგრა გაგრა 30 7 8 15 30 48 -18 29
10. ლოკომოტივი ლოკომოტივი 31 1 5 25 24 88 -64 8