გოგა ბითაძის საენბეო კარიერის საუკეთესო შედეგი

0
17

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონის სტარტზე განცდილი ორი მარცხის შემდეგ გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერზმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა. რიკ კარლაილის გუნდმა „დეტროიტ პისტონზს“ უმასპინძლა და 124:115 დაამარცხა.
გოგა ბითაძეს კარიერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი ჰქონდა. მან 25 წუთი ითამაშა და ამ დროში ორმაგი დუბლის გაფორმება მოასწრო. ქართველი მეფარის ანგარიშზე 14 ქულა, 15 მოხსნა (8 შეტევაში), 4 შედეგიანი გადაცემა, აგრეთვე თითო ჩაჭრა-დაფარებაა. გოგამ მოხსნებში საენბეო კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა.
მორიგ შეხვედრას „პეისერზი“ 25 ოქტომბერს „ფილადელფია სიქსერზის“ წინააღმდეგ გამართავს.