რონალდუ: „გულმოდგინედ შრომა უნდა გავაგრძელო“

0
25

კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველ გუნდს ჩამოაშორეს, მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„მე ვცდილობ ისე ვიცხოვრო და ვითამაშო, რომ ჩემს კოლეგებს, მეტოქეებს, ასევე მწვრთნელებს პატივი ვცე. მთელი კარიერის განმავლობაში ასე ვიქცეოდი. ეს არ შეცვლილა და არც მე შევცვლილვარ. ისევ ის ადამიანი და პროფესიონალი ვარ, როგორიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ვიყავი, ელიტურ ფეხბურთს ვთამაშობდი, ხოლო პატივისცემა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
თამაში ძალიან ახალგაზრდულ ასაკში დავიწყეა, ხოლო უფროსი და ძალიან გამოცდილი მოთამაშეების მაგალითი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ, მეც ყოველთვის ვცდილობდი მაგალითი მიმეცა იმ ახალგაზრდებისთვის ყველა გუნდში, რომელსაც წარმოვადგენდი.
სამწუხაროდ, ყოველთვის ამის გაკეთება შეუძლებელია და ზოგჯერ ემოცია გვჭარბობს. ამჟამად, უბრალოდ ვგრძობ, რომ კარინგტონში გულმოდგინედ შრომა უნდა გავაგრძელო, ჩემს თანაგუნდელებს მხარი დავუჭირო და ნებისმიერ თამაშში ყველაფრისთვის მზად ვიყო. წნეხისთვის აყოლა გამოსავალი არაა. ეს გამოსავალი არასოდეს იყო. ეს „მანჩესტერ იუნაიტედია“ და უნდა გავუძლოთ. მალე ისევ ერთად ვიქნებით“ – დაწერა რონალდუმ.