„ზიზუს და რონალდუს ვერ ვჯობნი. ჩვენ სხვადასხვა ვართ. ისინი ჩემი კერპები არიან. მოედნაზე იმის გაკეთება არ შემიძლია, რასაც ისინი აკეთებდნენ, მაგრამ ისინი მეხმარებიან, რომ რაღაც მსგავსი გავაკეთო. მათ დონეს ვერასოდეს მივაღწევ. მათ „ოქროს ბურთი“ მოიგეს და ეს მეც მოვახერხე, თუმცა მათ დონეზე გასვლა რთულია.
ჩემი სათამაშო სტილია – ყველაფერი ცოტ-ცოტა. პატარაობსას უფროსებთან თამაში მიწევდა და ამის გამო უფრო სწრაფად ფიქრი მიწევდა. უფრო სწრაფად უნდა მემოძრავა და მკვეთრად ავჩქარებულიყავი. ამჟამად, ჩემი ფეხბურთო ერთი შეხებით თამაშია. ბურთს როცა ვიღებ ვიცი რა უნდა გავაკეთო.
განვლილი სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო, რადგან „ოქროს ბურთი“ მოვიგე. ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. ჩემი ცხოვრების სამი ოცნება ავიხდინე – დედას სახლი ვუყიდე, კონტრაქტი გავაფორმე მადრიდის „რეალთან“, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო კლუბია და „ოქროს ბურთი“ მოვიგე. ჩემი გაწეული სამუშაოთი ძალიან ვამაყობ“.





