რობერტ ლევანდოვსკიმ კარიერის განმავლობაში 600 გოლზე მეტი გაიტანა. ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურში „ბარსელონამ“ თავის მოედანზე „ვილიარეალს“ 3:0 აჯობა, ხოლო პოლონეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 601 გოლია.
34 წლის ლევანდოვსკი 21-ე საუკუნეში ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მე-3 ფეხბურთელია, რომელმაც 600 გოლზე მეტი გაიტანა.
მან „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ 14 მატჩში 16 გოლი მიითვალა. „ბაიერნის“ მაისურით ლევანდოვსკიმ 375 თამაშში მეტოქეთა კარის 344-ჯერ აიღო. პოლონელმა დორტმუნდის „ბორუსიაში“ 186 შეხვედრაში 103 გოლი გაიტანა.
ლევანდოვსკის პოლონეთის „ზნიჩში“ თავის ანგარიშზე 21 გოლი ჩაიწერა, ხოლო „ლეხში“ – 41. გარდა ამისა, რობერტმა პოლონეთის ნაკრების ღირსება 134 მატჩში დაიცვა და მოწინააღმდეგეები 76-ჯერ დაამწუხრა.





