კვეკვესკირმა „ლეხთან“ გაახანგრძლივა

0
18

ნიკა კვეკვესკირმა პოზნანის „ლეხთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. პოლონური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებიც ვიცეკაპიტანმა ხელშეკრულება 2025 წლამდე დადო.
30 წლის კვეკვესკირი „ლეხში“ 2021 წლის იანვარში ყაზახეთის „ტობოლიდან“ გადავიდა. მან პოზნანელთა რიგებში პოლონეთის ჩემპიონატში 43 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე 9-ჯერ ითამაშა. გარდა ამისა, კვეკვესკირმა „პოზნანელებში“ 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, ხოლო 10-ჯერ გუნდის ღირსება კონფერენს ლიგაში დაიცვა.
გასულ სეზონში ნიკამ „ლეხთან“ ერთად პოლონეთის ექსტრაკლასა მოიგო.