დავითაშვილის „ბორდომ“ ქულები დაკარგა

0
23

„ბორდომ“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-12 ტურში სტუმრად „ბასტიასთან“ მოგების შანსი ხელიდან მატჩის ბოლო წუთებზე გაუშვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ისევ სასტარტოში მოხვდა და 84-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებიდან ანგარიში 83-ე წუთზე იგნატენკომ გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე მასპინძლებიდან თავი ვან დერ კერკჰოფმა გამოიჩინა.
„ბორდოს“ 24 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია. დავითაშვილმა ფრანგულ კლუბში 4 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, პლუს ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.