არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელამ გონსალო იგუაინმა კარიერა დაასრულა.
34 წლის ფეხბურთელმა ბოლო მატჩი „ინტერ მაიმის“ რიგებში ჩაატარა, რომელიც MLS-ის პლეი-ოფში „ნიუ იორკ სიტისთან“ 0:5 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის შემდეგ იგუაინი ძალიან ემოციური იყო და ცრემლებიც წამოუვიდა.
ის პროფესიონალური კარიერის განმავლობაში არგენტინის „რივერ პლეიტში“, მადრიდის „რეალში“, „ნაპოლიში“, „იუვენტუსში“, „მილანში“, „ჩელსიში“ და „ინტერ მაიამიში“ გამოდიოდა. მან საკლუბო დონეზე საერთო ჯამში 711 მატჩი ჩაატარა და 335 გოლი გაიტანა.
იგუაინი არგენტინის ნაკრებში 2009-2018 წლებში გამოდიოდა და 75 თამაშში მეტოქეთა კარი 31-ჯერ აიღო.





