ბათუმელებმა წარუმატებელი სერია შეწყვიტეს – “დილა” ბრძოლაში დამარცხდა

0
33

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამომ“ 3-მატჩიანი წარუმატებელი სერია 30-ე ტურში შეწყვიტა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი 2 მარცხისა და 1 ფრის შემდეგ, შინ გორის „დილას“ შეხვდა და 3:2 დაამარცხა.
შეხვედრის 35-ე წუთზე სერბი მილან რადინის გადაცემის შემდეგ, ანგარიში მამუკა კობახიძემ გახსნა. 42-ე წუთზე უკვა თავად რადინმა გამოიჩინა თავი, რომელსაც საგოლე პასი ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა გაუკეთა. ამ უკანასკნელმა თავად მეტოქის კარი პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე გაიტანა.
შესვენების შემდეგ თითქოს ბათუმელებს სამი ქულა უპრობლემოდ უნდა აეღოთ, მაგრამ 55-ე წუთზე ჯაბა ჯიღაური თორნიკე კაპანაძეს ეუხეშა და მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა ჯერ ყვითელი ბარათი მისცა, თუმცა რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების შემდეგ მასპინძელთა ნახევარმცველი გააძევეა. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში VAR მეორედ გამოიყენეს და ამ შემთხვევაშიც მსაჯმა ფეხბურთელს წითელი ბარათი აჩვენა. პირველად ეს 29-ე ტურში მოხდა, როდესაც ბათუმელები სტუმრად თბილისის „დინამოსთან“ 0;1 დამარცხდნენ და მასპინძლებს ბარნს ოსეი გაუძევეს.
მე-80 წუთზე ბარბადოსელი გეილი მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მისი პასის შემდეგ კაპანაძემ ახლო მანძილიდან ერთი ბურთი გაქვითა. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე კაპანაძემ უკვე ონორე გომისის გადაცემა გამოიყენა და დუბლი შეასრულა. დარჩენილ დროში „დილას“ ანგარიშის გათაანბრება შეეძლო, მაგრამ გეილის შორი მანძილიდან დაარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო ძოწენიძემ რომელმაც ზუსტად დაამატა თამაშგარე მდგომარეობაში იყო.
ბათუმელები 64-ე ქულით მეორე ადგილზე არიან, ხოლო უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი „დილა“ 46 ქულით მეოთხეა.