ლოჩოშვილის პირველი საგოლე პასი სერია A-ში

0
37

ლუკა ლოჩოშვილმა იტალიის ჩემპიონატში პირველი საგოლე პასი მიითვალა. მე-10 ტურში „კრემონეზე“, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი გამოდის სტუმრად „მონცას“ შეხვდა და ქულა აიღო – 2:2.
მატჩის მე-2 წუთზე კრემონელების შეტევის დროს, ახლო მანძილიდან ლოჩოშვილის დარტყმის მერე ბურთი კარში ისედაც გადიოდა, მაგრამ დესერსმა დაამატა და ანგარიში გაიხსნა – 0:1. ის 78-ე წუთზე შეცვალეს. მე-19 წუთზე ნძოლამ საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1.
22-ე წუთზე ჰოიმმა მასპინძლები დააწინაურა, მაგრამ მეორე ტაიმის დაწყებიდან 7 წუთში „კრემონეზედან“ თავი პიკელმა გამოიჩინა და დარჩენლ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
„კრემონეზეს“, რომელიც სერია A-ში წელს 26-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ჯერ თამაში არ მოუგია და 4 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-19 ადგილზეა.