ჰარი კეინს მიაჩნია, რომ ინტენსიურად თამაში ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი იარაღია. მან ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის L ჯგუფში ხორვატიასთან 4:2 მოგებული პირველ მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც დუბლი შეასრულა.
„ვფიქრობ, ეს ორი ტაიმის თამაში იყო. პირველ ტაიმში არცთუ ცუდად გამოვიყურებოდით. ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, რომ გოლები გავუშვით. მადლობა მწვრთნელს, რომელმაც შესვენებაზე სიტყვა თქვა.
მეორე ტაიმი სრული სიჩქარით დავიწყეთ და მეტოქე ვერ გვეწეოდა. ინტენსიურობა, რომლითაც ვთამაშობდით ჩვენი მთავარი იარაღია. მისი გამოყენება ამ ტურნირზე უფრო ხშირად მოგვიწევს. ეს სამი ქულაა ჩვენს ყულაბაში და საუცხოო დასაწყისი“ – იუწყება ინგლისური მედია კეინის ნათქვამს.
კეინი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გატანილი პენალტების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა. მან 5 თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. ინგლისელთა კაპიტანმა სანაკრებო კარიერაში 81-ე გოლი გაიტანა და თავისი ქვეყნის ყველა დროის ბომბარდირებში აბსოლუტური ლიდერია. კეინმა ინგლისის ნაკრების და მიუნხენის „ბაიერნის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 63 მატჩში 69 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





