რონალდუ: „ეს ის სტარტი არაა, რომელიც გვსურდა“

0
4

კრიშტიანუ რონალდუს თქმით, პორტუგალიის ნაკრებისთვის მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის სტარტი ისეთი არ აღმოჩნდა როგორიც სურდათ. მან ამის შესახებ K ჯგუფში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან 1:1 დასრულებული პირველი მატჩის შემდეგ გაანცხადა.
„ეს ის სტარტი არაა, რომელიც გვსურდა, მაგრამ არც დასასრულია. თავი მაღლა უნდა ავწიოთ და მომდევნო მატჩზე ვფოკუსირდეთ“ – დაწერა პორტუგალიელთა 41 წლის კაპიტანმა სოციალურ ქსელში.
რონალდუ, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, კონგოელებთან მატჩში ბურთს 25-ჯერ შეეხო, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია მის მიერ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე ჩატარებულ თამაშებში.
კრიშტიანუს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე გოლი ზედიზედ ათ თამაშში არ გაუტანია, რაც სანაკრებო დონეზე მისთვის ყველაზე ხანგრძლივი „მშრალი“ სერიაა.
ლაშა თაბაგარი