ნგოლო კანტე კატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველს ბარძაყის კუნთის ტრავმა გაუმიზეზდა.
The Athletic-ის ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელს სამკურნალოდ 3 თვე დასჭირდება და ამიტომ, კატარში ვერ გაემგზაცრება.
კანტემ მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგაში მხოლოდ 2-ჯერ ითამაშა. ის მოედანზე 14 აგვისტოს მერე არ გასულა.
