„ბარსელონა“ პიკეს, ალბას და დე იონგის გაყიდვას აპირებს

0
24

„ბარსელონა“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს.
Sport.es-ის ინფორმაციით, კატალონიელები მცველების ხერარდს პიკეს და ხორდი ალბას, ასევე ფრენკი დე იონგის გაყიდვას გეგმავს. ასეთი ნაბიჯის გადადგმა კლუბში სახელფასო ხარჯების შესამცირებლადაა განპირობებულია. მით უმეტეს, თუ ბარსელონელები ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდნენ, რის შანსიც დიდია.
პიკეს და ალბას გაშვება „ბარსას“ ხელმძღვანელების პრიორიტეტია, რადგან ორივეს დიდი ხელფასი აქვს და ამასთანავე სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგეს.