ფილ ფოდენმა, რომელიც ინგლისურ ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად მიიჩნევა, „მანჩესტერ სიტისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 22 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ხელშეკრულებს 2027 წლის ივნისამდე გააფორმა.
ფოდენი „სიტის“ აღზრდილია და პირველ გუნდში დებიუტი 2017 წლის ნოემბერში ჰქონდა. მან მანჩესტერელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 182 მატჩში 52 გოლი გაიტანა და 36 საგოლე პასი გააკეთა.





