კვარაცხელიას შემდეგ ახლა უკვე კიმი

0
48

იტალიის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ „ნაპოლის“ წარმომადგენელი დაასახელეს.
სერია A-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივრებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა ნეაპოლელა სამხრეთ კორეელმა მცველმა კიმ მინ ჯემ მიიღო.
მან ტეო ერნანდესს („მილანი“), სერგეი მილენკოვიჩ-სავიჩს („ლაციო“), ბეკაოს („უდინეზე“) და მერიხ დემირალს („ატალანტა“) აჯობა.
მინმა სექტემბერში „ნაპოლიში“ 2-ჯერ ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა. ის გუნდს სტუმრად „ლაციოსა“ და „მილანის“ ერთნაირი ანგარიშით 2:1 დამარცხებაში დაეხმარა.
აგვისტოში სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს. ის  გასული თვის ნომერ პირველ ფეხბურთელად ასევე იტალიის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ მიიჩნია. იტალიის სერია A, B და C ლიგებში ფეხბურთელებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში კოლეგების 67% პროცენტმა მხარი სწორედ 21 წლის ქართველს დაუჭირა. კვარაცხელიამ კუთვნილი ჯილდო ნაკრებიდან იტალიაში დაბრუნების შემდეგ მიიღო.