„საბურთალომ“ მეოთხე წრე წყალტუბოში გამარჯვებით გახსნა

0
12

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 წრე წყალტუბოში და თბილისში ჩატარებული მატჩებით გაიხსნა.
თბილისის „საბურთალო“ „სამგურალს“ ესტუმრა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. მე-12 წუთზე გიორგი ჯგერენაიამ თავისი ნახევრდინა ძალიან კარგი პასი გაუკეთა მასპინძეელთა მცველების ზურგსუკან გახსნილ იური ტაბატაძეს, რომელმაც კარიდან ცუდად გამოსულ ლევან შოვნაძეს დაასწრო და ახლო მანძილიდან უკვე დარტყმა აპირებდა, რომ გიორგი თევზაძე წამოეწია, რომელმაც ბურთი თავის კარში გაიტანა – 0:1.
მე-40 წუთზე, ლევან ნონიკაშვილი შეტევის მარცხენა ფლანგზე კარგად გაექცა თედო კიკაბიძეს და საჯარიმოში შესულმა პასი ტაბატაძეს მისცა, რომლის დარტყმულს მცველი გადაეღობა, ამის შემდეგ უკვე მასპინძელმა ფეხბურთელმა გატანუს საშუალება ირაკლი სიხარულძეს არ მისცა, მაგრამ საბოლოოდ ოთარ მამაგეიშვილმა საჯარიმოს ხაზიდან ბურთი მიწაზე დაუშვებლად მეტოქის კარში ეფექტურად გადაგზავნა – 0:2. მან ამ სეზონში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
85-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა შოთა ნონიკაშვილმა ზუსტი პასი გაუკეთა კართან ძალიან ახლოს მდგომ გიორგი გულიაშვილს, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3.
გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა „სამგურალმა“ ზედიზედ მესამე თამაში წააგო. მათ შორის, ბოლო ორ მატში შინ ერთნაირი ანგარიში 0:3 დამარცხდა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში 42 ქულით მე-5 ადგილზეა. ასე თუ გაგრძელდა, გამორიცხული არაა „სამგურალის“ ხელმძღვანელებმა მწვრთნელის შეცვლაზე იფიქრონ.
თემურ შალამბერიძის გუნდში დაბრუნების მერე „საბურთალომ“ 3-მატჩიანი გამარჯვებათა სერია გამოაცხო და 40 ქულით მე-6 პოზიციაზეა.
პარალელურად ჩატარებულ შეხვედრაში „გაგრამ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი „დილა“ 43 ქულით მეოოთხე ადგილზეა, გაგა კირკიტაძის დამოძღვრილი „გაგრა“ კი 26 ქულით მეცხრეა.