აბურჯანია „სპორტინგთან“ არ ათამაშეს

0
49

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-8 რაუნდმა გიორი აბურჯანიას გარეშე ჩაიარა. ბარსელუშელები ლისაბონში ადგილობრის „სპორტიმგს“ შეხვდნენ და 1:3 დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი „ჟილ ვისენტეს“ განაცხადში არ იყო.
„სპორტინგიდან“ მე-16 წუთზე მორიტამ გახსნა, ხოლო 22-ე წუთზე მასპინძლებიდან მეორე გოლი პედრო გონსალვეშმა გაიტანა. 82-ე წუთზე თავი როჩინიამ გამოიჩინა. სტუმრებიდან ერთადერთი ბურთი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ნავარომ გაიტანა. „ჟილ ვისენტე“ 9 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
უზბეკეთის სუპერლიგის მე-20 ტურში აგმკ გასვლაზე „სოგდიანა“ 2:0 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპავა სტუმართა სასტარტოში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს.