„იუვენტუსი“ ალჟირელი მცველის დამატებას გეგმავს

0
33

ტურინის „იუვენტუსს“ მიონხენგლადბახის „ბორუსიადან“ მცველ რამი ბენსებაინის შეძენა სურს, იუწყება Gazzetta dello Sport.
იტალიური გრანდი 27 წლის ალჟირელი ფეხბურთელის დამატებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გეგმავს. „იუვე“ გეგმავს, რომ ბენსებაინი საბაზრო ფასთან შედარებით უფრო იაფად იყიდოს, რადგან აფრიკელს მიონხენგლადბახელებთან კონტრაქტი 2023 წლის ბოლოს უმთავრდება. მისი სავარაუდო ფასი 5 მილიონი ევროა.
ბენსებაინის თავის რიგებში ხილვა „ვესტ ჰემსაც“ სურს, მაგრამ ლონდონელები „იუვენტუსს“ მოთამაშის პირად კონტრაქტზე კონკურენციას ვერ გაუწევენ. ალჟირელი „ბორუსიაში“ 2019 წელს „რენიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 90 მატჩში 21 გოლი გაიტანა.