„ბარსელონამ“ ბუსკეტსის შემცვლელი მოძებნა

0
16

„ბარსელონამ“ გუნდის კაპიტან სერხიო ბუსკეტსის შემცვლელი მოძებნა, იუწყება Diario Sport.
კატალონიელებს 34 წლის ნახევარმცველის ნაცვლად „ვულვერჰემპტონიდან“ რუბენ ნევეშის შეძენა უნდა. სხვათა შორის, „ბარსელონა“ 25 წლის პორტუგალიელის დამატებას ზაფხულში გეგმავდა, მაგრამ კლუბები ფეხბურთელის სატრანსფერო თანხაზე ვერ შეთანხმდნენ.
ნევეში მზადაა 2023 წლის ზაფხულს დაელოდოს, რათა „ბარსაში“ გადავიდეს. ამის გამო, მან „მანჩესტერ იუნაიტედს“ და „ლივერპულს“ უარი უთხრა.
პორტუგალიელი „ვულვზში“ 2017 წელს „პორტუდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 220 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა.