გურამ კაშიას მიაჩნია, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 2:0 მოგებულ მატჩში შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი ითამაშა.
გურამ კაშია: “პირველ ყოვლისა, მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო. ძალიან კარგი რამ მოხდა დღეს, რადგან ჯგუფი კიდევ ერთხელ მოვიგეთ. მეტოქე ბურთით ძალიან კარგად თამაშობდა, ინიციატივა დავთმეთ, მაგრამ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გავიმარჯვეთ. ისეთი ფეხბურთელებთ, როგორებიც კვარა და ბუდუ არიან, მნიშვნელოვან მომენტებში ძალიან კარგად თამაშობენ.
ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ. ინიციატივა მივეცით, მაგრამ შედეგზე ვიყავით ორიენტირებული. დაცვითი ფეხბურთი მთლიანად გუნდმა კარგად ვითამაშეთ, შეტევაში თამაში კი უკეთ შეიძლებოდა.
გულშემატკივრებს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. გიბრალტარში მოსაგებად მივდივართ, რაც რეიტინგისთვის გვჭირდება, რომ მესამე კალათაში გადავიდეთ. მნიშვნელოვანი თამაშია, რომელსაც ძალიან სერიოზულად მივუდგებით“.





