შოტლანდია მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

0
1

სტივ კლარკმა შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა მას მერე დატოვა, რაც გაირკვა, რომ ბრიტანელები მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატს დაემშვიდობნენ. შოტლანდიელებმა ჯგუფში ერთი თამაში მოიგეს ჰაიტისთან (1:0), ხოლო ბრაზილიასთან (0:3) და მაროკოსთან (0:1) დამარცხდნენ.
62 შოტლანდიელი სპეციალისტის თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს 2019 წლიდან ავარჯიშებდა. მან „სქოთები“ ევროპის 2021 და 2024 წლის ჩემპიონატებზე გაიყვამა, ასევე 28 წლის პაუზის შემდეგ მუნდიალის საგზური მოაპოვებინა. მის დანიშვნამდე, ყველაზე დიდი ტურნირი, რომელშიც შოტლანდიამ ითამაშა მსოფლიო 1998 წლის ჩემპიონატი იყო.
ის საკლუბო დონეზე ინგლისის „ვეტს ბრომვიჩ ალბიონს“, „რედინგს“ და შოტლანდიის „კილმარნოკს“ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი