ვაკო ყაზაიშვილმა, რომელიც „შანდუნში“ გამოდის, მიმდინარე სეზონში ჩინეთის სუპერლიგაშ თავისი პირველი დუბლი შეასრულა. მე-16 ტურში „შანდუნი“ სტუმრად „ლაონინგ ტიერენს“ შეხვდა და 5:1 დაამარცხა.
ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 52-ე წუთზე პენალტის ზუსტად შესრულების შემდეგ, სტუმრები 3:0 დაწინაურდნენ. 88-ე წუთზე „შანდუნის“ ფეხბურთელის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და საჯარიმოში მყოფ ყაზაიშვილს მიუვიდა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ვაკომ მიმდინარე სეზონში ჩინეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





