დავით ხოჭოლავა: “გიბრალტარში სამი ქულის აღება აუცილებელია”

0
85

დავით ხოჭოლავას თქმით, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში გიბრალტართან სტუმრად გასამართი დასკვნილი მატჩისთვის სერიოზულად ემზადება და მწვრთნელების გადაწყვეტილებით დღეს სასტაუმროსაც არ დატოვებენ.
დავით ხოჭოლავა: „რა თქმა უნდა, თამაშს დადებითად შევაფასებდი, მიუხედავად იმისა, რომ რთული იყო, მთავარი ანგარიშია და 2:0 სავსებით დამაკმაყოფილებელია ჩვენთვის, მით უმეტეს ნახევარფინალში გავედით და გვაქვს კიდევ ერთი შანსი იმ ოცნების ახდენისთვის, რაც არ გამოგვივიდა წინა ჯერზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან.
მწვრთნელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დღეს სასტუმროს არ დავტოვებთ, რაც მეტყველებს იმაზე თუ რამდენად სერიოზულად ვემზადებით გიბრალტართან და რამდენად აუცილებელია ამ სამი ქულის მოპოვება, რათა ნახევარფინალში ამ მშვენიერ არენაზე ვითამაშოთ ჩვენი ქომაგების წინაშე.
ქართველი გულშემატკივრებისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, სასწაული ატმოსფეროა ყველა თამაშზე, ძალიან დიდ მუხტს და ძალას გვაძლევენ. ტრავმა? ჩემპიონთა ლიგის ბოლო თამაშის შემდეგ მაწუხებს, არაფერი სერიოზული არ არის, უბრალოდ თამაშის ბოლოს სირბილში ხელს მიშლის“.
ოთარ კაკაბაძე: „ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ყველას გილოცავთ. განსაკუთრებით ასეთ მეტოქესთან, ყველას გვახსოვს წარსული. გიბრალტართან, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით სუსტი მეტოქეა, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის, რადგან ნახევარფინალისთვის ქულებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”.