ზივზივაძე: “როდესაც თანაგუნდელი უკეთეს პოზიციაშია, აუცილებლად პასს გავაკეთებ“

0
75

ბუდუ ზივზივაძის თქმით, მომავალ მატჩებშიც როდესაც მისი თანაგუნდელი უკეთეს პოზიციაში იქნება, პასს აუცილებლად გაუკეთებს. მან ამის შესახებ მაკედონიელებთან 2:0 მოგებული მატჩის მერე განაცხადა, როდესაც კვარაცხელიას გოლი გაატანინა, ხოლო თავად მეტოქის კარის აღების რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
ბუდუ ზივზივაძე: “ახლაც განვიცდი გამოუყენებელ მომენტს. ბოლოში ძალა არ მეყო. უკანასკნელი თამაშები კლუბში 90 წუთი არ მითამაშია და ალბათ ამის ფაქტორიც იყო, რადგან ცოტა დავიღალე, თუმცა ამაზე ვიმუშავებ. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რომ თამაში უგოლოდ დავასრულე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა გაიმარჯვა და ჩემთვის ესაა მთავარი.
კვარაზე პასი? როცა მსგავსი მომენტი მექნება და თანაგუნდელი უკეთეს პოზიციაშია, აუცილებლად პასს გავაკეთებ“.