მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ფედერიკო ვალვერდე ურუგვაიში წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.
პრიზი Charrua de Oro გამარჯვებულს ურუგვაის მასშტაბით სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად გადაეცემა.
24 წლის ფეხბურთელმა გასულ სსეზონში მადრიდელებთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო. მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულთან“ (1:0) მოგებულ შეხვედრაში საგოლე გადაცემა გააკეთა.
ვალვერდემ მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით ჩატარებულ ყველა ტურნირში 9-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა, პლუს 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





