საუცხოო დებიუტი საფრანგეთში – დავითაშვილმა „ბორდოს“ მოაგებინა

0
32

ზურიკო დავითაშვილის დებიუტი ფრანგულ „ბორდოში“ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-9 ტურში „ბორდომ“ „დიჟონს“ უმასპინძლა და 3 ქულა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის წყალობით აიღო, რომელსაც დებიუტი ჰქონდა და შეუცვლელად ითამაშა.
მასპინძლები მე-8 წუთზე მაჯამ დააწინაურა, რომელმაც პენალტი გამოიყენა. სტუმრებიდან საპასუხო ბურთი 71-ე წუთზე ლე ბიანმა გაიტანა.
87-ე წუთზე „ბორდოს“ შეტევის დროს დავითაშვილი მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, ცრუ მოძრაობით ერთ მცველს გაცდა და საჯარიმოს მისადგომებიდან მარცხენა ფეხით მეკარისგან მარცხენა მაღალ კუთხეში გაიტანა – 2:1. შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი „ბორდოში“ ერთწლიანი იჯარით ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა.
„ბორდო“, რომელიც საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი კლუბი ლიგა 1-ში დაბრუნებას გეგმავს და 17 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია.