„დილამ“ უშუალო კონკურენტს სძლია – შოვნაძის უხეში შეცდომები

0
19

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს სატურნირო ცხრილში უშულო კონკურენტები წყალტუბოს „სამგურალი“ და გორის „დილა“ დაუპირისპირდნენ.
წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა გორელებმა მეტოქის სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს.  სტუმრებიდან სამივე გოლი ლეგიონერებმა გაიტანეს.
მატჩის 32-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს უკრაინელმა იური ბატიუშინმა ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა, სადაც მასპინძელი მცველების პოზიციაური შეცდომით მალელმა ჰაჯი დრამემ ისარგებლა და ანგარიში გახსნა – 0:1.
42-ე წუთზე ბრაზილიელმა ალეფ სანტოსმა დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და მასპინძელთა მეკარე ლევან შოვნაძის უხეში შეცდომის შემდეგ ბურთი კარში აღმოჩნდა – 0:2.
85-ე წუთზე ბრაზილიელმა ჟან ვიქტორმა 30 მეტრიდან საჯარიმო დარტყა შეასრულა და ვილი სანიოლის მიერ ერთა ლიგის უახლოესი სანაკრებო მატჩებისთვის გამოძახებული შოვნაძე, რომელმაც „კედელიც“ არ დააყენა, ისევ შეცდა და გოლი გაუშვა – 0:3.
ამ გამარჯვების შემდეგ „დილამ“ 42 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე აინაცვლა, ხოლო ამდენივე ქულით გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით „სამგურალი“ მე-4 პოზიციაზე დაქვეითდა.
მესამე წრის ბოლო ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა კვირას 18 სექტემბერს ჩატარდება.