შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ჰალ სიტიმ“ თამაში თუ არ გამოასწორა, შესაძლოა ქართველ მთავარ მწვრთნელს კარისკენ მიუთითონ. კლუბის ხელმძღვანელებს ამის საბაბი ნამდვილად აქვთ, რადგან „ჰალმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო.
მე-11 ტურში არველაძის გაწვრთნილები სტუმრად „სუონსის“ შეხვდნენ და 0:3 დამარცხდნენ.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მასპინძლები 61-ე წუთზე მენინგმა დააწინაურა. 64-ე წუტზე კანდლემ მეორე გოლი გაიტანა, ხოლო წერტილი 85-ე წუთზე პიროემ დასვა.
„ჰალმა“ ბოლო ოთხ შეხვედრაში 11 გოლი გაუშვა და 1 გაიტანა. არველაძის შეგირდებს 11 ქულა აქვთ და 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-18 ადგილზე არიან.




