ბაქოს „ნეფთჩი“, რომელშიც საქართველოს ნაკრების მცველი სოლომონ კვერკველია და შემტევი ნახევარმცველი ვატო არველაძე გამოდიან, აზერბაიჯანის სუპერლიგაში გალიდერდა.
მე-6 ტურში ბაქოელების სტუმრად „გაბალას“ შეხვდნენ და 2:1 გაიმარჯვეს. კვერკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ტრავმირებული არველაძე განაცხადში არ იყო. „ნეფთჩი“ 15 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
„პანაიტოლიკოსი“, რომელსაც ზაფხულში ლევან შენგელია შეუერთდა, საბერძნეთის სუპერლიგის მე-4 ტურში გასვლაზე ოფი-ს 2:1 სძლია. შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს. „პანაიტოლიკოსი“ 7 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მეოთხეა.





