ხოჭოლავას მეხუთე მარცხი დანიაში

0
23

„კოპენჰაგენი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა გამოდის, დანიის სუპერლიგის მე-9 ტურში სტუმრად „ოდენსესთან“ მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
შეხვედრაში ანგარიში 21-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ფროკიაერ-იანსენმა გოლი თავის კარში გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ჯაბალიმ საპასუხო ბურთი გაიტანა. „ოდენსემ“ გამარჯვება 86-ე წუთზე მირტეჰის ზუსტი დარტყმით მოიპოვა. ხოჭოლავა 84-ე წუთზე შეცვალეს. მოქმედ ჩემპიონ „კოპენჰაგენს“ 12 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა. ხოჭოლავას გუნდმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში მე-5 შეხვედრა წააგო.