ქვილითაია და დაუშვილი ლიდერთან დამარცხდნენ

0
88

აპოელი, რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, კვიპროსის უმაღლესი დივიზიონის მე-3 ტურში შინ გათამაშების ლიდერ „არისთან“ 0:1 დამარცხდა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე კაიუმ გაიტანა.
ქართველი ლეგიონერებიდან მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში არცერთი იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ბუბა დაუშვილმა ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი ლაშა დვალი ტრავმირებულია და ნიქოზიელებს ამიტომ ვერ ეხმარება. აპოელი 4 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.