ტუხელი „ჩელსიდან“ გაუშვეს

0
32

თომას ტუხელი ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახებ კლუბის პრესამახური იუწყება. გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ჩელსი“ სტუმრად ზაგრების „დინამოსთან“ 0:1 დამარცხდა. ეს შეხვედრა გერმანელი სპეციალისტისთვის ლონდონელთა თავკაცის რანგში მე-100 და უკანასკნელი აღმოჩნდა.
ის „ჩელსის“ სათავეში 2021 წლის იანვარში ჩაუდგა და გუნდს ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, ასევე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა.
თუმცა, მიმდინარე სეზონი „ჩელსისთვის“ უიღბლოდ დაიწყო. ლონდონელებმა ჩემპიონთა ლიგის 6 ტურში 3 მატჩი მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს – სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე არიან.
„ჩელსის“ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ კლუბის ახალი მფლობელების აზირთ, მწვრთნელის შეცვლის დრო დადგა.