სპალეტი: „ხვიჩას ტოპ-ფეხბურთელის თვისებები აქვს, მაგრამ ფიზიკურ ორთაბრძოლებში უჭირს“

0
57

„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტოპ-ფეხბურთელის თვისებები აქვს, მაგრამ ფიზიკურ ორთაბრძოლებში უჭირს.
მან ამის შესახებ tuttonapoli.net-თან იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში სტუმრად რომის „ლაციოსთან“ (2:1) მოგებული მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
-ხვიჩას მოსვლის შემდეგ გუნდის თამაშში რა შეიცვალა?
-ადრე ინსინიე თამაშობდა, რომელიც იცოდა დრიბლინგის გამოყენება და როდესაც გუნდი ბურთს ფლობდა ცხოვრებას გვიადვილებდა, რადგან მეტოქისთვის გვერდის ავლას მისსავე ნახევარზე ცდილობდა.
ხვიჩა ძალიან ტექნიკურია, მაგრამ გამოცდილება სჭირდება. ის ძალიან კარგი და თავაზიანი ბიჭია.
-პირველად მისი ნახვის შემდეგ რა გაიფიქრეთ?
– თუ შეხედავთ ის როგორ დადის, შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ არასტაბილურია. თუმცა, ბურთს როცა მისცემს, მასთან მოპყრობა მაღალ დონეზე შეუძლია. ხვიჩას ფიზირკურ ორთაბრძოლებში უჭირს, მაგრამ ბურთს კარგად იღებს და ურტყამს. მას ტოპ-ფეხბურთელის თვისებები აქვს.