ანჩელოტი დელ ბოსკეს დაეწია, ლევანდოვსკი 21-ე საუკენეში მესამეა

0
25

ესპანეთის ლა ლიგის მე-4 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მადრიდის „რეალმა“ სევილიას „ბეტისი“ მიიღო და მიმდინარე სეზონში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩატარებულ პირველ შეხვედრაში 2:1 გაიმარჯვა.
შეხვედრის მე-9 წუთზე ანგარიში დავიდ ალაბას გადაცემის შემდეგ ბრაზილიელმა ვინისიუს ჟუნიორმა გახსნა. მე-17 წუთზე საპასუხო ბურთი სერხიო კანალესმა გაიტანა. 65-ე წუთზე მეტოქის კარი როდრიგომ აიღო და საბოლოოდ მასპინძლებს 3 ქულა მოუტანა.
ბოლო 6 წლის განმავლობაში „რეალმა“ სეზონი ზედიზედ 4 გამარჯვებით პირველად დაიწყო. მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის რანგში მოპოვებული გამარჯვებებით იტალიელი კარლო ანჩელოტი ესპანელ ვისენტე დელ ბოსკეს დაეწია – 133 (180 მატჩში) -133 (246 მატჩში).
ამ მაჩვენებლით კლუბის რეკორდსმენი ლეგენდარული მიგელ მუნიოსია, ხოლო მეორე პოზიციაზე ფრანგი ზინედინ ზიდანია – 172.
„რეალი“ 12 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
„ბარსელონა“ სტუმრად „სევილიას“ შეხვდა და 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. 21-ე წუთზე კატალონიელები რაფინიამ წინ გაიყვანა, ხოლო თანაგუნდელს მხარი 36-ე წუთზე რობერ ლევანდოვსკიმ აუბა. პოლონელმა „ბარსას“ მაისურით 4 მატჩსი 5 გოლი გაიტანა და 21-ე საუკუნეში მე-3 ფეხბურთელია კრიშტიანუ რონალდუს და ფალკაოს შემდეგ მესამე მოთამაშეა. ხავის გაწვრთნილი გუნდიდან მესამე გოლი ერიკ გარსიამ მიითვალა. „ბარსამ“ ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად საწყის 4 ტურში მინიმუმ 10 ქულა დააგროვა.